top of page
კლინიკა-feed.png

ნათია თათარაშვილი

ორთოდონტი

განათლება - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი


სამუშაო გამოცდილება - 18 წელი


თანამედროვე მეთოდებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, თითოეული პაციენტისთვის ადგენს პერსონალიზებულ მკურნალობის გეგმას, რომლის მიზანია კბილების სწორი მდებარეობის, ფუნქციური თანკბილვისა და ჰარმონიული ღიმილის მიღწევა.


“ჩემი მიზანია ადამიანებს უფრო ლამაზი და

თავჯარებული ღიმილის შესაძლებლობა მივცე”


ნათია გირჩევთ :


“ჯანსაღი და ლამაზი ღიმილი იწყება დროული მკურნალობით, მკურნალობის

პერიოდში მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების დაცვა”

ძირითადი მიმართულებები:

ორთოდონტიული დიაგნოსტიკა,ინდივიდუალური მკურნალობა და

დაგეგმვა,კბილების სწორ პოზიციაში მოყვანა.


QA


რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?


ერთ დროს თავად ვიყავი პაციენტის როლში, ამან დამანახა თუ რამდენად დიდ

როლს ახდენს ლამაზი ღიმილი ადამიანზე.


რომელ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებს იყენებთ?


პირის ღრუს სკანირება , ციფრული დიაგნოსტიკა.


რომელ პროფესიულ უნარებს მიიჩნევთ თქვენს ძლიერ მხარედ?


მაღალი სიზუსტე , დეტალებზე ორიენტირებული მუშაობა და

თანმიმდევრობა.

გალერეა

სტომატოლოგიური აღჭურვილობა

bottom of page