top of page
კლინიკა-feed.png

ნინო დათუნიშვილი

პერიოდონტისტი / პერიოქირურგი

განათლება -  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი


გამოცდილება - 11 წელი


პერიოედუ აკადემიის დამფუძნებელი,ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის წევრი ( EFP Member)

გარდა კლინიკური საქმიანობისა, ის აქტიურაა ჩართული საგანმანათლებლო კურსების, ტრენინგების და კონფერენციების

ორგანიზებაში. 300 ზე მეტმა ექიმმა სტომატოლოგმა გაიარა მისი საავტორო კურსი პაროდონტოლოგიაში, რის შემდეგაც დაეუფლა ახალ პროფესიას.


“ხშირად მიფიქრია, რა არის ჩემი ცხოვრების დანიშნულება და პასუხი ყოველთვის ერთია, დავეხმარო ადამიანებს! სწორედ ამიტომ გამოვედი ექიმი და მას შემდეგ, ყოველდღიურად მაქვს შანსი ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ჩემს

პაციენტებს, ხელი შევუწყო მათ გამოჯანმრთელებას”


ნინო გირჩევთ:


“პროფილაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ვისურვებდი, მეტად გავათვიცნობიეროთ პროფილაქტიკის როლი და დადებითი ეფექტი ჩვენს ცხოვრებაში. ადრეული ბავშვობის ასაკიდან

დავიწყოთ პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ფიქრი”


Q&A


რა პრინციპით ხელმძღვანელობ პაციენტთან მუშაობისას?


- ძირითადი და მთავარი პრინციპი , რაც სულ გონებაში მაქვს არის „ არ ავნო“. ამის შემდეგ რა თქმა უნდა პაციენტის განკურნებაა!


რომელ პროფესიულ უნარებს მიიჩნევთ თქვენს ძლიერ მხარედ?


- მკურნალობის სწორად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია სწორი და ყველაზე ადეკვატური მკურნალობის გეგმის შედგენა. ვთვლი, რომ სწორედ ეს მხარე არის ჩემში კარგად განვითარებული, რაც საბოლოოდ საკუთარი კბილების

შენარჩუნებას განაპირობებს.


რომელ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებს იყენებთ


- მე ვხელმძღვანელობ ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის მიერ მიღებული რეკომენდაციებით და გაიდლაინებით.


- კბილების წმენდისთვის , ღრძილების ანთების მკურნალობისთვის ვიყენებ შვეიცარულ პროტოკოლს და აპარატს.


- ქირურგიული მკურნალობის დროს ვიყენებ თანამედროვე - უმაღლესი ხარისხის ქირურგიულ ინსტრუმენტებს, გამადიდებელ ლუპებს, და ყველაზე ნაკლებად ინვაზიურ - პლასტიკური განაკვეთის ტექნიკებს, რაც პაციენტებს უმარტივებს

რეაბილიტაციის პროცესს და საბოლოოდ დგება მაღალესთეტიკური შედეგი.

გალერეა

სტომატოლოგიური აღჭურვილობა

bottom of page