top of page
კლინიკა-feed.png

ვერიკო თევზაძე

მიკროსკოპული ენდოდონტი

განათლება -  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტი

გამოცდილება - 10 წელი


საქართველოს უნივერსიტეტის, ასოცირებული პროფესორი, ტრენერი და მკვლევარი. Penn Endo International Scholar

ამერიკის ენდოდონტისტთა ასოციაციის (AAE) წევრი.


მისი პროფესიული საქმიანობის მთავარი მიზანია თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ბიოლოგიურად ორიენტირებული მკურნალობის საშუალებით ბუნებრივი კბილების მაქსიმალურად შენარჩუნება.


“სტომატოლოგია ჩემთვის არის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ადამიანების

დახმარების უნიკალური შერწყმა. ამ პროფესიამ მომცა შესაძლებლობა

ყოველდღიურად შევქმნა პოზიტიური ცვლილება ადამიანების ცხოვრებაში, ხოლო

ენდოდონტიამ მასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია ბრძოლა თითოეული

ბუნებრივი კბილის შესანარჩუნებლად”


ვერიკო გირჩევთ:


“ნუ დაელოდებით ტკივილის განვითარებას. რეგულარული პროფილაქტიკური

ვიზიტები და ადრეული დიაგნოსტიკა საშუალებას გვაძლევს შეინარჩუნოთ

ბუნებრივი კბილები და თავიდან ავიცილოთ რთული და ინვაზიური

მკურნალობა”


Q&A


რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?


სტომატოლოგია ჩემთვის არის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ადამიანების

დახმარების უნიკალური შერწყმა. ამ პროფესიამ მომცა შესაძლებლობა

ყოველდღიურად შევქმნა პოზიტიური ცვლილება ადამიანების ცხოვრებაში, ხოლო

ენდოდონტიამ მასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია ბრძოლა თითოეული

ბუნებრივი კბილის შესანარჩუნებლად.


რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ პაციენტებთან მუშაობისას?


ჩემი მთავარი პრინციპებია პროფესიონალიზმი, გულწრფელობა, დეტალებისადმი

განსაკუთრებული ყურადღება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული

გადაწყვეტილებების მიღება. თითოეული პაციენტისთვის ვქმნი ინდივიდუალურ

მკურნალობის გეგმას და ვცდილობ, მკურნალობის პროცესი იყოს მაქსიმალურად

პროგნოზირებადი, უსაფრთხო და კომფორტული.


რას აფასებენ პაციენტები ყველაზე მეტად თქვენს მიდგომაში?


პაციენტები განსაკუთრებით აფასებენ ჩემს ყურადღებას დეტალების მიმართ,

მკურნალობის თითოეული ეტაპის გასაგებად ახსნას, მშვიდ და მეგობრულ

გარემოს, ასევე სურვილს, რომ ყველა კლინიკური გადაწყვეტილება

ეფუძნებოდეს თანამედროვე მეცნიერებასა და საუკეთესო კლინიკურ პრაქტიკას.


რომელ პროფესიულ უნარებს მიიჩნევთ თქვენს ძლიერ მხარედ?


რთული ენდოდონტიური შემთხვევების მართვა, მიკროსკოპული

სტომატოლოგია, ზუსტი დიაგნოსტიკა, ენდოდონტიური მიკროქირურგია,

კლინიკური გადაწყვეტილებების მიღება და თანამედროვე ცოდნის გაზიარება

კოლეგებისა და ახალგაზრდა ექიმებისთვის.

გალერეა

სტომატოლოგიური აღჭურვილობა

bottom of page